"ქრისტიან-დემოკრატების" შეფასებით, 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია "იმედის" დარბევის გამოძიებისთვის პოლიტიკური ნება არ არსებობს. ამის შესახებ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ქრისტიან-დემოკრატების" წევრმა, ვიცე-სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ განაცხადა.
"ჯერ კიდევ 2008 წელს დავაყენეთ ტელეკომპანია "იმედის" ბარბაროსული დარბევის საქმესთან დაკავშირებით პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შემქნის მოთხოვნა, თუმცა ჩავარდა, რადგან არ არის პოლიტიკური ნება იმისა, რომ საკუთარი დანაშაული, შეცდომები იქნას საჯაროდ და მიუკერძოებლად გამოძიებული", - დასძინა ვეფხვაძემ.
ამასთან, ვეფხვაძე ჯონდი ბაღათურიას მიერ აღნიშნულ ფაქტზე კომისიის შექმნის მოთხოვნას გამოეხმაურა და დასძინა, რომ არც ახლა აქვს იმედი, რომ კომისია შეიქმნება.
"ეს ნება, სამწუხაროდ, მმართველ გუნდს არ აქვს", - დასძინა დეპუტატმა.