ოპოზიციონერი დეპუტატი დიმიტრი ლორთქიფანიძე სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვას იურიდიულ და ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე ითხოვს. ამის შესახებ ლორთქიფანიძემ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
დეპუტატი მიესალმება, რომ სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშის განხილვა 10 მაისს ჩაინიშნავს და იმედს გამოთქვამს, რომ გიორგი ტუღუშს კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე მოუსმენენ.
"სწორედ ამ კომიტეტებზე მოსმენის შემდეგ უნდა უნდა შედგეს იმ დადგენილების პროექტი, რომელმაც შემდგომში ასახვა უნდა ჰპოვოს პლენარულ სხდომაზე საანგარიშო მოხსენების საბოლოო განხილვის შემდეგ", - აღნიშნა ლორთქიფანიძემ.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტში სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიში 31 მარტს შემოვიდა.