Wikileaks-ის დამფუძნებელმა ჯულიან ასანჯიმ Russia Today-სთვის მიცემულ ინტერვიუში სოციალურ ქსელ Facebook-ს "ისტორიაში ჯაშუშობის უდიდესი მანქანა უწოდა". ასანჯი მიიჩნევს, რომ Facebook-ი საიტზე დარეგისტრირებული მომხმარებლის კონფიდენციალურ მონაცემებს ავტომატურად აგროვებს, მოგვიანებით კი ეს ინფორმაცია აშშ-ის სპეცსამსახურების ხელში ხვდება.
"Facebook-ი ჯაშუშობის უდიდესი მანქანაა, რომელიც ადამაინებს ოდესმე შეუქმნია", _აღნიშნა Wikileaks-ის დამფუძნებელმა.
"აქ ჩვენ ვაწყდებით სრულ მონაცემებს ადამიანების, მათი მეგობრების, საცხოვრებელი ადგილებისა და მათი ნათესავების შესახებ",_აღნიშნა ასაჯნიმ.
მისი აზრით, Facebook-თან ერთად ანალოგიურ ფუნქციას ასრულებს Google-ისა და Yahoo-ს სერვისები.
შეგახსენებთ, ამ დროისთვის ასანჯი შვედეთში ექსტრადაციასთან დაკავშირებით ლონდონის სასამართლოს გადაწყვეტილებას ელის. შვედეთი მას სექსუალურ დანაშაულებშ სდებს ბრალს. ასანჯის ადვოკატთა თქმით, შვედეთი მის ექსტრადაციას შეეცდება, რათა მოგვიანებით იგი აშშ-ის გადასცეს. დღემდე აშშ-ის სპეცსამსახურები ჯულიან ასანჯის ჯაშუშობის დასამტკიცებლად საკმარის მტკიცებულებებს ვერ პოულობენ, რითაც მას სიკვდილით დასჯიდნენ.