აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია "ქრისტიან- დემოკრატების" სხდომაზე ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშით წარსდგა. ვაჟა ბოლქვაძემ ეკონომიკის სფეროში არსებულ მდგომარეობაზე და განსახორციელებელ პროექტებზე ისაუბრა.
ფრაქციის თავმჯდომარის, ნუგზარ ფუტკარაძის განცხადებით, ქვეყნისა და რეგიონის განვითარებისთვის უცხოური ინვესტიციების ნაკადი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თუმცა სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო ისტორიული მემკვიდრეობის დაცვის თვალსაზრისით.
სხდომაზე დაისვა კითხვები ძველი სამხედრო ბინების საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით. ფრაქციის წევრების ინფორმაციით, იქ მცხოვრები ადამიანები, ხშირ შემთხვევაში, ბინების პრივატიზებას ვერ ახერხებენ და საკუთრება თანამდებობის პირების ხელში გადადის.
ფრაქციის სხდომაზე ბათუმის ბულვარის შესასვლელთან მრავალსართულიანი შენობის აგების საკითხსაც შეეხნენ. ტერიტორია ეკონომიკის სამინისტრომ გაასხვისა, რასაც ბათუმში საპროტესტო აქციები მოჰყვა.