აშშ-ის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ "ალ-ქაიდას" ტერორისტული ორგანიზაციის ლიდერმა უსამა ბინ ლადენმა სივდილამდე ცოტა ხნით ადრე სპეციალური მიმართვა ჩაწერა, რომელიც უახლოეს ხანში გამოქვეყნდება.
წყაროს ინფორმაციით, ბინ ლადენმა ჩაწერის მომენტში არ იცოდა, რომ ამერიკის სპეცრაზმი მალე მის რეზიდენციაზე თავდასხმას განახორციელებდა.
შეგახსენებთ, უსამა ბინ ლადენი ორშაბათს გამთენიისას ისლამაბადის მახლობლად მდებარე ბუნკერში, სადაც იგი თავს აფარებდა, თავში გასროლით მოკლეს. მასთან ერთად დაიღუპა მისი ვაჟიც.
არაბეთის ზღვაში პირველი ტერირისტის დაკრძალვის პროცედურა ვიდეოკამერით დააფიქსირეს. ხსენებული ჩანაწერიც უახლოეს ხანში გამოჩნდება. პენტაგონის წყაროს ინფორმაციით, ტერორისტის გვამის ფოტოებიც, ასევე, საჯარო გახდება.