"ავერსმა" კიდევ ერთ სასიკეთო საქმეს დაუდო საფუძველი. კომპანია ავერსი უკვე მეხუთე წელია, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს 9 მაისის აღსანიშნავად მედიკამენტების ნაკრებით ასაჩუქრებს.
გასულ წელს 3576-მა ვეტერანმა ისარგებლა ავერსის აქციით. წლეულს აქცია კვლავ ტარდება და პირველიდან 9 მაისის ჩათვლით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები ავერსის სპეციალურ სასაჩუქრე ნაკრებს მიიღებენ სრულიად უსასყიდლოდ.
ქველმოქმედება ავერსისთვის ტრადიციად იქცა და კომპანიამ უკვე დაიმკვიდრა უპრეცედენტო აქციების ინიციატორის სახელი. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის განსაკუთრებული მილოცვა და მედიკამენტების გადაცემაც ერთ-ერთი იმ აქციათაგანია, რომელიც საზოგადოებაში დიდი პოპულარობითა და მოწონებით სარგებლობს.
ომის ვეტერანებისთვის მედიკამენტების ასორტიმენტი მათი მოთხოვნის შესაბამისად შეირჩა.
სასაჩუქრე პაკეტი "ავერსი-რაციონალის" მედიკამენტებით არის დაკომპლექტებული. ისინი მომხმარებლის მხრიდან განსაკუთრებით მოთხოვნადია. სასაჩუქრე პაკეტში შემავალი მედიკამენტები მაღალი ხარისხითა და ეფექტურობით გამოირჩევა. ამ პრეპარატების მწარმოებელია "ავერსი-რაციონალი", რომელიც საერთაშორისო დონეზე აღიარებული ფარმაცევტული საწარმო გახლავთ და არა ერთი სერტიფიკატის მფლობელია, რომლებიც მის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობას ადასტურებს.
"ავერსი" თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობაზე ზრუნავს და მუდმივად ცდილობს, რომ ისეთ დამსახურებულ ადამიანებს, როგორებიც მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები არიან, ყურადღება და მზრუნველობა არ მოაკლოს.
სასაჩუქრე მედიკამენტების პაკეტი მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებს გადაეცემათ, ხოლო თუ რომელიმე მათგანს რაიმე მიზეზის გამო აფთიაქში მისვლა არ შეუძლია, საკმარისია, ვეტერანის ახლობელმა ან ნათესავმა ავერსის აფთიაქში მისი საბუთები წარადგინოს და სასაჩუქრე ნაკრებს მას გადასცემენ. საჭირო საბუთი კი მხოლოდ ომის და სამხედრო ძალების ვეტერანის მოწმობაა სურათითურთ.
სასაჩუქრე ნაკრები ამჯერად 11 სახეობის მედიკამენტისგან შედგება.
ესენია: დიკლოფეროლი, ენოზიდ H, ეფექტი ფლუ, კორსიზი, მემორტაბის სიროფი, ჰეპოლამის სიროფი, ოპტიმალი, ომეზოლი, ცეტეკი, ლიზლი SR, ენზალ D.