"ქართული დასის" ლიდერი, ოპოზიციონერი პარლამენტარი ჯონდი ბაღათურია 2007 წლის 7 ნოემბერს მედიაზე ზეწოლის ფაქტების შესასწავლად საპარლამენტო კომისიის შექმნას მოითხოვს.
როგორც დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ბაღათურიამ აღნიშნა, 2007 წლის 7 ნოემბერს ტელეკომპანია "იმედში" შეჭრასთან დაკავშირებით, გაურკვეველია, რატომ არ ხდება სისხლის სამართლის საქმე აღძრა.
"როგორ შეიძლება მედიის თავისუფლებაზე საუბარი, როცა პირდაპირ ეთერში ყველამ იხილა იმედში შეჭრისა და დარბევის, ჟურნალისტების ცემისა და ქონების განადგურების ფაქტი. სისხლის სამართლის საქმე უნდა აღძრულიყო ორივე შემთხვევაში, თუ იმედში შეჭრა იმის გამო მოხდა, რომ ეს ტელეკომპანია ამზადებდა სახელმწიფო გადატრიალებას, გამოძიებას უნდა დაედგინა დამნაშავე პირები, ან ეს შეჭრა და დარბევა მოხდა უკანონოდ", - აღნიშნა ბაღათურიამ.
დეპუტატის თქმით, შერჩევითი სამართლის გამო, სიტყვის თავისუფლებისთვის ჟურნალისტები დღემდე ისჯებიან და არც ერთი ასეთი საქმის გამოძიება არ ხდება.
ამის გათვალისწინებით, კი ბაღათურიამ საპარლამენტო კომისიის შექნა მოითხოვა, რომელიც შეისწავლის მედიაზე ზეწოლების ფაქტებს და შესაბამისი პირების პასუხისმგებლობის საკითხს დააყენებს.