"ქართული დასის" ლიდერი, ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია კომპანია "სილქნეტს" ხელმძღვანელობის დასჯას ითხოვს.
დეპუტატის თქმით, დღეს მედიაზე ზეწოლა და სიტყვის თავისუფლების ხელისშეშლა დასჯადი არ არის.
ბაღთურია კომპანიას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაში ადანაშაულებს და შესაბამის რეაგირებას ითხოვს, რადგან მისი თქმით, გუშინ უსმინა კომპანია "სილქნეტის" ხელმძღვანელს, რომელიც "პირდაპირ ამბობს რომ ხოში აქვს და არ ჩართავს ტელეკომპანია "მაესტროს".
"ვინმემ მისცა შენიშვნა რომ ეს არის პირდაპირი დარღვევა სიტყვის, მედიის, სიტყვის გავრცელების თავისუფლებისა და მომხარებლის უფლებებისა?" - მიმართა ბაღათურიამ საპარლამენტო უმრავლესობას.