საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ მსოფლიო მედიის თავისუფლების დღე ქართველ ჟურნალისტებს მიულოცა, თუმცა აქვე აღნიშნა, რომ ქვეყანაში შექმნილი რეალობიდან გამომდინარე "მისალოცი ბერი არაფერია".
როგორც თარგამაძემ დღეს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, "ფრიდომ ჰაუსი" მიერ სხვადასხვა ქვეყნებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად საქართველო კვლავ ნახევრად თავისუფალ ქვეყნებს შორის მოხვდა.
"სიაში, რომლის ჩამონათვალშიც ჩვენ ვართ ისეთი ქვეყნებია შესული, რომ მათთან შეჯიბრებაში რაიმე წამატების მიღწევა არც ისე დიდად საამაყოა", - აღნიშნა თარგამაძემ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქართულ მედიაში რჩება პრობლემები სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ქართულმა მედია 4 პუნქტით წინ წაიწია და ეს არის საზოგადოებრივი მაუწყებლობის მონიტორინგის შედეგები, რომელმაც აჩვენა, რომ 2010 წლის თვითმართველობის არჩევნებზე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლობის ბალანსი საქართველოს ცენტრალურ ეთერში წინა წლებთან შედარებით განსხვავდებოდა.
"თუმცა, სამწუხაროდ, 2011 წელს ისეთი შედეგები გვაქვს, რომ თუ არ გამოსწორდა შეიძლებს კვლავ უკან დავიწიოთ", - აღნიშნა თარგამაძემ და აქვე დასძინა, რომ მიუხედავად პარლამენტის მიერ მედიაგაჭირვალობის კუთხით ნაბიჯები გადაიდგა, ეს საკმარისი არ არის.
"აუცილებელია, გადაიდგას მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომ ქართული მედია ევროპული და დემოკრატიული ქვეყნების სტანდარტებს აკმაყოფილებდეს", - აღნიშნა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა.