ღუდუშაურის კლინიკის ინფორმაციით, ვასილ სანოძე რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" კლინიკის საინფორმაციო ცენტრში განუცხადეს.
მათი განმარტებით, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ჰოსპიტალიზაცია დღეს, გამთენიისას მოხდა.
"ვასილ სანოძე ჩვენთან 3 მაისს შემოიყვანეს. ის რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება", - აცხადებენ კლინიკაში.
შეგახსენებთ, რომ შსს-ის გენერალური ინსპექციის უფროსი თავის არეშია დაჭრილი და მისი მდგომარეობა კრიტიულია. არაოფიციალური ინფორმაციით, მან თვითმკვლელობა სცადა, თუმცა როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" უწყების ადმინისტრაციის უფროსმა შოთა ხიზანიშვილმა განუცხადა, სანოძეს საკუთარ სახლში ყოფნისას ტაბელური იარაღი გაუვარდა.