შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის შოთა ხიზანიშვილის განცხადებით, ვასილ სანოძეს იარაღი გაუვარდა. ამის შესახებ ხიზანიშვილმა "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა.
"ვასილ სანოძეს საკუთარ სახლში ყოფნისას ტაბელური იარაღი გაუვარდა. ის თავის არეში, მძიმედაა დაჭრილი. მას ღუდუშაურის კლინიკაში უტარდება მკურნალობა", - განმარტა ხიზანიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უწყების გენერალური ინსპექციის უფროსი ვასილ სანოძე ღუდუშაურის კლინიკაში გამთენიისას მოათავსეს. არაოფიციალური ინფორმაციით, მან თვითმკვლელობა სცადა.