გაეროს გენერალურმა მდივანმა მედიის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიმართვა გაავრცელა.
პან გი მუნი თავის მიმართვაში აღნიშნავს, რომ თავისუფალი პრესა არის ძლიერი საშუალება ბოროტების წინააღმდეგ. გენერალური მდივანი მიიჩნევს, რომ როდესაც ხდება ადამიანების დისკრიმინაცია და იზოლაცია, პრესისადმი ხელმისაწვდომობას შეუძლია მათ გამოხატვის თავისუფლება მისცეს და შეუქმნას შესაძლებლობები მოახდინოს საკუთარი პრობლემების საჯაროდ გამოტანა.
„გლობალური გამოწვევების საუკუნეში აზრისა და ინფორმაციის თავისუფალი გაცვლას საერთო პრობლემების ფარგლებში შეუძლია გააერთიანოს ხალხები და სახელმწიფოები", - აღნიშნავს გაეროს გენერალური მდივანი.
პან გი მუნი ხელისუფლებებს ასევე მოუწოდებს დემოკრატიის განვითარებისა და მშვიდობის პრინციპების ერთგულების დადასტურებისკენ.