"ალ-ქაიდას" მოკლული ლიდერი უსამა ბინ ლადენი ღმერთის წინაშე უამრავი ადამიანის მოკვლისა და ამ მიზნით რელიგიის გამოყენების გამო პასუხს აგებს. ამის შესახებ ვატიკანის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
"უსამა ბინ ლადენს საზოგადოებაში განხეთქილებისა და სიძულვილის გამო მძიმე პასუხისმგებლობა აკისრია, რამაც ურიცხვი ადამიანის დაღუპვა გამოიწვია. მათი განადგურება რელიგიის საფარქვეშ იფარებოდა",_აღნიშნა რომის კათოლიკური ეკლესიის წარმომადგენელმა პადრე ფედერიკო ლომბარდიმ.
ამასთან, ლომბარდიმ ქრისტიანებს მოუწოდა, "არ გაუხარდეთ ადამიანის დაღუპვა", არამედ მომხდარი ღმერთისა და გარშემომყოფების წინაშე თითოეული ადამიანის მოვალეობის შეხსენებად მიიჩნიონ.