ონის რაიონში უკანასკნელი ორი დღის განმავლობაში მესამე მიწისძვრა მოხდა. როგორც სეისმოლოგიის მონიტორინგის ცენტრში განმარტავენ, ეპიცენტრი ონის რაონიდან 1 კმ-ში მდებარეობდა.
მიწისძვრის სიმძლავრემ 3.4 ბალი შეადგინა.
დღეს დილით ამავე რაიონში 3.2 ბალის სიმძლავრის მიწისძვრა დაფიქსირდა, ხოლო 30 აპრილს - 3,3.
მიწისძვრას ნგრევა და მსხვერპლი არ მოჰყოლია.