სირიაში არეულობა გრძელდება. ინტერნეტით გავრცელდა კადრები, სადაც კარგად ჩანს, როგორ უსწორდება პოლიცია მოსახლეობას.
შეტაკებები ქალაქ დერააში მიმდინარეობს. ჯერჯერობით დაჭრილების ან დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. დერაას ქუჩებში მძიმე ტექნიკაა მობილიზებული.
შეგახსენებთ, სირიაში არეულობა უკვე რამდენიმე კვირაა მიმდინარეობს. მოსახლეობა პრეზიდენტ ბაშარ ალ ასადის გადგომასა და დემოკრატიული რეფორმების გატარებას ითხოვს.