პენსიონერებს, რომელთაც შეცდომით ზედმეტი პენსია დაერიცხათ, მისი უკან დაბრუნება აღარ მოუწევთ. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "სახელმწიფო პენსიის შესახებ" კანონში.
კანონპროექტის თანახმად, 2011 წლის 1-ელ მაისამდე (1-ლი აპრილის ნაცვლად) ზედმეტად დარიცხული პენისა, იმ შემთხვევაში თუ ზედმეტი თანხის დარიცხვა გამოწვეულია პენსიონერის მიერ არასწორი მონაცემების წარდგენით ექვემდებარება ლეგალიზაციას და მასზე არ გავრცელდება კანონის ის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ზედმეტად დარიცხული პენსიის დაბრუნება შესაძლებელია კომპეტენტური ორგანოს გადაწყვეტილებით.