"ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ" კანონს სახელწოდება შეეცვლება. როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია ნათქვამი, ქობულეთისა და ანაკლიის გარდა თავისუფალი ტურისტული ზონების შექმნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონშიც იგეგმება, ამის გათვალისწინებით კი "ქობულეთისა და ანაკლიის თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ" კანონს სახელწოდება ეცვლება და მას"თავისუფალი ტურისტული ზონების განვითარების ხელშეწყობის შესახებ" კანონი დაერქმევა.
"საქართველოში ტურიზმისა და მეწარმეობის განვითარების მიზნით, თავისუფალი ტურისტული ზონების შექმნა, ქობულეთისა და ანაკლიის გარდა, იგეგმება საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, თუმცა კონკრეტული რეგიონების ასახვა საკანონმდებლო აქტში მიზანშეუწონელია და განაპირობებს არსებულ კანონში ხშირ საკანონმდებლო ცვლილებებს. ამდენად, უმჯობესია ტერიტორიების განსაზღვრა განხორციელდეს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით", - ნათქვამია პროექტში.