საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე სერგეი ლავროვის ვიზიტზე აშშ-მ თავისი პოზიციის დაფიქსირებით რუსეთს კიდევ ერთხელ დაანახა, რომ მსგავსი ფაქტები რეაგირების გარეშე არ დარჩება. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე ვიცე-სპიკერმა გიგი წერეთელმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
"აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადების შემდეგ, რომელიც ლავროვის აფხაზეთისა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში ვიზიტის უკავშირდება, კიდევ ერთხელ დავინახეთ საერთაშორისო და ამერიკის მხარდაჭერა ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისადმი", - დასძინა წერეთელმა.
მისი თქმით, აშშ-სა და დასავლეთის მხრიდან საქართველოს საკითხისადმი მსგავსი მიდგომა იძლევა იმის იმედს, რომ ქვეყნის დეოკუპაცია შესაძლოა მოსალოდნელზე ადრე დაიწყოს.
"ამ განცხადებით რუსეთის ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ დაინახა, რომ ასეთი მოქმედებები არ იქნება შეუმჩნეველია და მოქმედების და ზემოქმედების გარეშე დარჩენილი", - დასძინა ვიცე-სპიკერმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის ვიზიტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი და ევროკავშირი ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა და რუსეთს მოუწოდა მსგავსი ქმედებების შეწყვეტისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემისკენ მოუწოდა.