ათასწლეულის განვითარების მიზნების (აგმ) საპარლამენტო ჯგუფის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელსაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიგი წერეთელი თავმჯდომარეობდა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა სამუშაო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების პროგრესი და დაიგეგმა უახლოესი პერიოდის გადაუდებელი ღონისძიებები.
წერეთელმა ყურადღება გამახვილა, თუ რა მნიშვნელობა აქვს აგმ წარმატებით შესრულებას როგორც ქვეყნის განვითარებისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის, ასევე საქართველოს საერთაშორისო იმიჯისთვის აღებული ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით.
გადაწყდა, რომ უახლოეს პერიოდში სამუშაო ჯგუფებში შესაბამის სამთავრობო და სტატისტიკურ უწყებებთან თანამშრომლობით მომზადდება ინფორმაცია არსებული ვითარების და ინდიკატორების მიხედვით ინფორმაციის რუტინული შეგროვების შესაძლებლობების შესახებ, რათა წლის ბოლოსთვის შეიქმნას აგრეგირებული სრულყოფილი დოკუმენტი აგმ სტატისტიკასთან დაკავშირებით.
აგმ საპარლამენტო ჯგუფის მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ უნდა გააქტიურდეს საინფორმაციო-საგანმანათლებლო მუშაობა აგმ-სთან დაკავშირებით როგორც მოსახლეობასთან, ასევე თვით პარლამენტსა და სამთავრობო სტრუქტურებთან.