პარტია "ჩვენ თვითონ" ხელისუფლების შეცვლის მთავარ გზად დემოკრატიული არჩევნების ჩატარებას მიიჩნევს.
როგორც ჟურნალისტებს პარტიის ლიდერმა, პარლამენტის ვეცე-სპიკერმა პაატა დავითაიამ განუცხადა, მისი პოლიტიკური მოძრაობა "სახალხო კრების" მიერ დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავს.
"ჩვენ არ ვათ ამ აქციების ორგანიზატორები და ამიტომ ვიღაცეების მოწოდებებზე არ ვაპირებ მოქმედებას. არსებობს საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული საარჩევნო გზა და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მუშაობა მიმდინარებს", - აღნიშნა დავითაიამ და იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე თვეში ამ კუთხით კონკრეტული შედეგების მიღწევა მოხდება.
დავითაიას თქმით, თუ ხელისუფლება დათმობაზე არ წავა, არსებობს ბევრი გზა, რომ მათ დათმობა აიძულო, მათ შორის აქციები.
"ყველა აქცია, სადაც ჩვენ მონაწილებდით "ჩვენ თვითონ" იყო სამართლებრივი პასუხისმგებელი. რადგანაც ამ აქციებზე ეს პასუხისმგებლობა არ აგვიღია, შესაბამისად მონაწილეობას არ მივიღებთ", - დასძინა დეპუტატმა.