პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და ინტეგრაციის კომიტეტში სახალხო დამცველის ანგარიშის მოსმენა სავარაუდოდ 10 მაისს გაიმართება. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა თორიდიამ ოპოზიციის საპასუხოდ განაცხადა.
თორდიამ "ქრისტიან-დემოკრატები" საკითხის პოლიტიზებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის ანგარიშს პოლიტიკური ქულების ჩასაწერად იყენებენ.
მისი თქმით, სავარაუდოდ 10 მაისს ჩაინიშნება სახალხო დამცველის ანგარიშზე მოსმენა, რის შემდეგაც მას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გაიტანენ.
თორდიას ლევან ვეფხვაძე გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თავად "ნაცინალური მოძრაობაა" პოლიტიკურ ქულების დაწერის ასლი და მოუწოდა საპარლამენტო უმრველესობას "სხვის ბოსტანში კენჭების შეგროვებას ნუ დაიწყებენ".
შეგახსენებთ, რომ სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიში პარლამენტში 31 მარტს შემოვიდა და იგი გასულ კვირას გიორგი ტუღუშმა "ქრისტიან-დემოკრატებთან" შეხვედრის დროს განიხილა.