ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრს შეფასების ფუნქცია ჩამოერთმევა. აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილება შედის "ზოგადი განათლების შესახებ" კანონში, რომლის ინიცირებაც პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დღეს მოხდა.
კანონპროექტის თანახმად, ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრს შეფასების ფუნქცია ჩამოერთმევა და იგი ეროვნული სასწავლო გეგმების ცენტრად გარდაიქმნება.