მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების მორიგი ინიციატივით, საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაცია "hellenicare"-სა და არასამეწარმეო ორგანიზაცია "ადამიანის" ორგანიზებით სოფელ წილკანის დევნილთა დასახლებაში "hellenicare"-ის ბერძნული სამედიცინო ფონდის, "ჰიპოკრატეს" ექიმთა მობილური ჯგუფი უფასო სამედიცინო გამოკვლევებს ჩაატარებს. სამედიცინო მობილური ჯგუფი შედგება შემდეგი სპეციალისტებისგან: თერაპევტი, პედიატრი, კარდიოლოგი, ნევროპათოლოგი, ოფტალმოლოგი, ექიმი-რადიოლოგი, ექიმი-ლაბორანტი და მედდა. მობილური ჯგუფი აღჭურვილია შემდეგი თანამედროვე აპარატურით: ულტრაბგერითი გამოკვლევის აპარატი, ეკგ აპარატი და ექსპრეს ლაბორატორია. დევნილებს ჩაუტარდებათ სამედიცინო გასინჯვები, ულტრაბგერითი გამოკვლევები, გაუკეთდებათ კარდიოგრამა, ანალიზები და ადგილზევე დაურიგდებათ შესაბამისი მედიკამენტები.
"hellenicare" და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გრანტიორი საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციები - Counterpart International, UMCOR, IRD, ACTS Georgia - დევნილებს გაუნაწილებენ ჰუმანიტარულ დახმარებას.
ღინისძიებას დაესწრებიან "hellenicare"-s პრეზიდენტი ენდრიუ ა. ათენსი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ჰუმანიტარული დახმარების ოფისის დირექტორი ჯერი ობერნდორფერი, "hellenicare"-s სამედიცინო პროგრამების დირექტორი ჩარლზ კანაკისი, "hellenicare"-s პროგრამების დირექტორი სინთია იანიასი და მაიკ მანატოსი, ლობირების ფირმის Manatos&Manatos-ის ვიცე-პრეზიდენტი. აგრეთვე, მცხეთა-მთიანეთის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები.