3 მაისს, 11:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის 135 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნება.
კონფერენცია ორდღიანია და რამდენიმე სექციას მოიცავს. 3 მაისს I სექცია არქეოლოგიის, ეთნოლოგიის, ხელოვნებათმცოდნეობისა და კავკასიოლოგიის თემებს მიეძღვნება. მეორე სექცია ისტორიას დაეთმობა და მას თსუ-ის უხუცესი პროფესორი, ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე წარუძღვება. დარჩენილ ორ სექციაზე მოხსენებები ქართველოლოგიისა და აღმოსავლეთმცოდნეობის შესახებ გაკეთდება.
4 მაისს აღნიშნულ სექციებს ფილოსოფია დაემატება. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორებთან ერთად მოხსენებებით ახალი ფსიქოლოგიური და სოცი¬ოლოგი¬ური ტექნოლოგიების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები წარდგებიან.
კონფერენციის პარალელურად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში გამოფენა გაიხსნება, რომელიც ივანე ჯავახიშვილის პირად ფოტოარქივს და ნივთებს, ასევე ხელნაწერებსა და მისი მოღვაწეობის ამსახველ დოკუმენტებს მოიცავს.