რონალდ ასმუსი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამერიკული პოლიტიკური სტრატეგიის გურუ, რომელიც ამერიკულ-ევროპული ურთიერთობის გამოჩენილ სპეციალისტად ითვლებოდა, წლების მანძილზე კიბოს დაავადებას ებრძოდა.
"The Economist"-ის აზრით, ბალტიიდან შავ ზღვამდე მილიონობით ადამიანი საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებას მას, როგორც ნატოს გაფართოების მთავარ არქიტექტორს, უნდა უმადლოდეს.
აშშ-ის ჰერმან მარშალის ფონდის ბრიუსელის ოფისის აღმასრულებელი დირექტორი უკანასკნელ დრომდე იმ თემებზე მუშაობდა, რომელიც პოლიტიკურ-დიპლომატიურ მიმართულებებს აყალიბებდა. დოქტორი ასმუსი კლინტონის ადმინისტრაციაში 1997 - დან 2000 წლამდე სახელმწიფო მდივნის თანაშემწე იყო. იგი ევროპის საკითხებში ახლო აღმოსავლეთსა და კავკასიაში აერაერთი პუბლიკაციის ავტორი გახლდათ.
ქართველებმა რონალდ ასმუსის შესახებ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც მისი ავტორობით გამოვიდა წიგნი "მცირე ომი, რომელმაც მსოფლიო შეძრა."წიგნში რუსულ აგრესიასთან ერთად ასმუსმა დასავლეთის პრობლემას გვერდი არ აუარა.
მისი თქმით, დასავლეთის დანაშაული იყო, რომ 2008 წლის აგვისტოში მან თავის სტრატეგიულ პარტნიორს, საქართველოს, ნატოსკენ მიმავალ გზაზე გადამწყვეტი მხარდაჭერა არ აღმოუჩინა და მკვეთრი მინიშნება არ გაგზავნა მოსკოვის მიმართულებით.