პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის აზრით, სახალხო კრების წარმატებას მისი ორგანიზებულობა განსაზღვრავს.
"სახალხო კრების მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქციის შედეგის განმსაზღვრელი იქნება ის, თუ რამდენად ორგანიზებულად მოხდება მისი იმ იმ წერტილებზე მიმართვა, რაც ხელისუფლებას რაიმეს დაათმობინებს", - განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ
მისივე შეფასებით, ზოგიერთი პოლიტიკური ორგანიზაციისგან განსხვავებით სახალხო კრების პლატფორმაზე ხალხისთვის მისაბაძი ბევრი ადამიანი დგას, რაც მას შესაძლებლობას აძლევს ხალხის მხარდაჭერა და შესაბამისად, ძალის კონცენტრაცია მოახდინოს.
"ძალა, როგორც ასეთი, არც ერთ ორგანიზაციას არ აქვს. ძალა აქვს ხალხს ხელისუფლების შეცვლის ამოცანის გადასაჭრელად, თუმცა ხალხის მხარდაჭერასთან ერთად ამ პროცესის წარმატებით დასრულებისთვის განმსაზღველი არის მისი ორგანიზება. ჩვენ ბევრჯერ გვინახავს ძალის კონცენტრაცია, მაგრამ ვინაიდან მას კონკრეტული მიმართულება არ ჰქონია, ის უშედეგოდ იფანტებოდა", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში პოლიტოლოგმა.
შეგახსენებთ, რომ სახალხო კრება, 21 მაისს საქართველოს მასშტაბით საერთო სახალხო გამოსვლებს იწყებს.