ბინ ლადენის ლიკვიდაციის შემდეგ ინტერპოლის გენერალურმა მდივანმა რონალდ ნოუბლმა ამავე ორგანიზაციის წევრ-სახელმწიფოებს სავარაუდო ტერაქტების წინ მომატებული სიფხიზლის გამოჩენისკენ მოუწოდა. ამის შესახებ საერთაშორისო პოლიციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
ამასთან, ნოუბლმა 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმის ათი წლის თავზე აშშ-ისა და მის მომხრეებს ბინ ლადენის განადგურება მიულოცა.
მისი თქმით, ეს იმ ადამიანის დამსახურებული დასასრულია, რომელიც საერთაშორისო ტერორიზმის სიმბოლო, ადვოკატი და სპონსორი იყო, რამაც აშშ-ის ათასობით უდანაშაულო ადამიანი იმსხვერპლა.
რონალდ ნოუბლმა, ასევე, მადლიერება გამოხატა ჰარმონიული მუშაობისა და ინფორმაციის გაცვლის გამო, რამაც აშშ-ის შესაძლებლობა მისცა, ბინ ლადენის ადგილსამყოფელი დაედგინა.
შეგახსენებთ, 1 მაისს ამერიკის სამხედრო სპეცნაზმა პაკისტანის დედაქალაქ ისლამაბადის ახლოს ერთ-ერთ სახლში ბინ ლადენი მოკლა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამა განაცხადა. მისი თქმით, ამ ოპერაციაზე სანქცია ჯერ კიდევ ერთი კვირის წინ გასცა.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, ტერორისტის სხეული უკვე ზღვაშია დაკრძალული.