სახალხო კრება 21 მაისს საქართველოს მასშტაბით საერთო სახალხო გამოსვლებს იწყებს, - ამის შესახებ სახალხო კრების აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარემ ნონა გაფრინდაშვილმა სახალხო კრების ოფისში გამართულ შეხვედრაზე ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, 21 მაისს 15:00 საათზე თავისუფების მოედანზე შეიკრიბება ყველა ჩვენი თანამემამულე, ვინც რეალურად მზად არის იბრძოლოს სააკაშვილის რეჟიმისგან ქვეყნის გასათავისუფლებლად.
"თბილისის სამოქალაქო წინააღმდეგობის კომიტეტებმა უზრუნველყონ მხარდამჭერთა შეკრება ფილარმონიის წინ. აღმოსავლეთ საქართველოს სამოქალაქო წინააღმდეგობის კომიტეტებმა უზურნველყონ მხარდამჭერთა შეკრება თბილისში ავლაბრის მოედანზე. დასავლეთ საქართველოს სამოქალაქო წინააღმდეგობის კომიტეტებმა უზრუნველყონ შეკრება ვარდების მოედანზე და თავშეყრის სამივე ადგილიდან გაიმართოს კოლონათა მსვლელობა თავისუფლების მოედნის მიმართულებით. ამასთან პარალელურ რეჟიმში აჭარისა და გურიის სამოქალაქო წინააღმდეგობის რაიონულმა კომიტეტებმა უზრუნველყონ მხარადამჭერთა შეკრება და აქციის გამართვა ბათუმში ერას მოედანზე. სამტრედიის, ხაშურის, ხარაგაულის და ზესტაფონის სამოქალაქო წინააღმდეგობის რაიონულმა კომიტეტებმა უზურნველყონ მხარდამჭერთა შეკრება ადგილებზე. შეფიცულთა ჯგუფებმა კი კოლონების გადაადგილება და მოქალაქეების უსაფრხოებაზე იზრუნოს. სახალხო კრების შტაბმა კი უზრუნველყოს 2 მაისიდან 21 მაისამდე დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელეება", - განაცხადა გაფრინდაშვილმა.
მისი თქმით, ის პოლიტიკური ძალები ვისაც გაცნობიერებული აქვთ საქართველოს დღევანდელი მდგომარეობა და რეალურად უნდათ ქვეყნის სააკაშვილის რეჟიმისგან გათავისუფლება ამ გადამწყვეტ ბრძოლაში საკუთარ ხალხთან დადგებიან.
"სახალხო კრება არ გაურიგდება სააკაშვილის დამნაშავე ხელისუფლებას. თითოეული ჩვენგანის აქტიურობა აიძულებს ხელისუფლებას სწრაფად და მშვიდობიანად დაემორჩილოს ხალხის ნებას. საერთო სახალხო გამოსვლები დამნაშავე რეჟიმის დემონტაჟით დასრულდება. სააკაშვილი გადადგება და ჩვენ მოვიპოვებთ სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების უფლებას და გადავარჩენთ ჩვენს სამშობლოს" - აღნიშნავს ნონა გაფრინდაშვილი.
მისივე განმარტებით, მთელი საქართველოს მასშტაბით სრულ მზადყოფნაშია სამოქალაქო წინააღმდეგობის 74 კომიტეტი. ასევე ახალგაზრდული მოძრაობა და შეფიცულთა ათასობით წევრი. ასევე სახალხო კრების ათუელობით ათასი აქტივისტი და მხარდამჭერი.