ხვალ, 9 დეკემბერს, 19:00 საათზე, ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრში (მის.: თავისუფლების მოედანი # 2), გაიმართება ფოტოგამოფენა, რომელიც წარმოაჩენს იმერეთში განხორციელებული ფოტოტურის შედეგებს.
მსგავსი პროექტი გაკეთდა პირველად და მას ორგანიზება გაუწია ტურიზმის და კურორტების დეპარტამენტმა. ფოტოტურში მონაწილეობა მიიღო ათმა სხვადასხვა უნივერსიტეტის ფოტოგრაფიის ფაკულტეტის სტუდენტმა.Fფოტოგამოფენაზე წარმოდგენილი იქნება თითოეული კონკურსანტის სამი საუკეთესო ფოტო, რის შემდეგაც გამოვლინდება სამი გამარჯვებული.
ასეთი ტიპის პროექტი იგეგმება გურიაში, სამეგრელოში, სამცხე-ჯავახეთიში, კახეთში, ქართლში და სხვა რეგიონებში. ამ პროექტის სახით სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, უკეთ გაეცნონ საქართველოს კუთხეებს, ისტორიულ ადგილებსა და ძეგლებს, აიმაღლონ კვალიფიკაცია, მიიღონ შეფასება და წარმოადგინონ თავიანთი ნამუშევრები.