ქვესადგურში „დიღომი-1" გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო 3 მაისს 10 საათიდან 17 საათამდე დიდუბისა და საბურთალოს რაიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება.
შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის ნაწილს, დიღმის მასივის III, IV, V, VI კვარტლების, ახმეტელის, ლუბლიანას და მიმდებარე ქუჩების მაცხოვრებლებს.
შეზღუდვა აგრეთვე შეეხება თბილისის საქალაქო სასამართლოს, სასტუმრო "უშბას", ტელეკომპანია "იმედს" და ტოიოტას ცენტრს.
სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება დაუყოვნებლივ აღუდგებათ.