დღეს, 2 მაისის, ორშაბათს 16:00 საათზე საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილე დავით საყვარელიძე უკრაინისა და მოლდოვის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროების დელეგაციას შეხვდება. სტუმართა შორს იქნებიან აგრეთვე ორგანიზაცია „დემოკრატიისათვის და ეკონომიკური განვითარებისათვის (GUAM)" აზერბაიჯანის, მოლდოვისა და უკრაინის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების - „ევროპის იურისტ სტუდენტთა ასოციაცია (ELSA)", „ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი", „საქართველოს ახალგაზრდობა ევროპისათვის", თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები.
მისამართი: გორგასლის №24ა (იუსტიციის სამინისტროს ახალი ადმინისტრაციული შენობა)