საგარეო საქმეთა სამინიტრო საქართველოს მიერ აზერბაიჯანის ხელისუფლების დამხობის გეგმის მომზადების შესახებ ინფორმაციას "აბსურდს" უწოდებს.
"საინტერესო მიმოხილვაა, თუმცა არ მიმაჩნია, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ასეთ აბსურდულ ინფორმაციაზე რაიმე სახის განცხადება უნდა გააკეთოს", - განუცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნინო კალანდაძემ "ჯი-ეიჩ-ენს".
შეგახსენებთ, რომ რუსეთში მოღვაწე აზერბაიჯანელი პოლიტოლოგის, ჰეიდარ ჯემალის მტკიცებით, აშშ-ის დაკვეთით საქართველოში აზერბაიჯანის ხელისუფლების შეცვლის გეგმა მზადდება, რომელსაც უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია ხელმძღვანელობს.