ვიქტორ დოლიძის განცხადებს საკრებულოს ეკონომიკური განვითარების, საინვესტიციო პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომისიის თავმჯდომარე გამოეხმაურა.კოკი იონათამიშვილის განცხადებით, საუბარია თბილისში წარმატებული საქალაქო სერვისების გუდაურში დანერგვაზე და იგი არანაირად არ გულისხმობს ადმინისტრაციული მოწყობისა და კურორტზე არსებული ბიზნესების შეცვლას.
"საკითხის განხილვა დღეს შესაბამისი კომისიიების სხდომაზეა დაგეგმილი.
გუდაურს ნამდვილად აქვს განვითარებისთვის საკმაოდ დიდი შესაძლებლობები და მიმაჩნია, რომ ის რესურსები, რომლებიც აღნიშნული საქმიანობისთვისაა საჭირო, გაცილებით ნაკლები იქნება იმ მოგებასთან შედარებით, რომელსაც გუდაურის პოტენციელიდან გამომდინარე, საქართველოს მოსახლეობა მალე შეიგრძნობს",- განაცხადა იონათამიშვილმა.
მისი თქმით, თანხა, რომელიც დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სხვა სამსახურების საქმიანობისთვისაა გამოყოფილი, გუდაურის, როგორც ტურისტული ზონის განვითვრებასა და ეფექტურეობას გაზრდის.
"საუბარია ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებზე და ვფიქრობ, რომ დედაქალაქის მერიის ჩართვითა და მონაწილეობით გუდაურის უზარმაზარი პოტენციალი უფრო გამოყენებადი იქნება. სწორი მენეჯმენტის შემთხვევაში კი დამსვენებლებისთვის უფრო მეტი და უკეთესი სერვისების შეთავაზება იქნება შესაძლებელი",- აღნიშნა იონათამიშვილმა და განმარტა, რომ გუდაურში სხვადასხვა სამსახურის დანერგვასა და პროექტების განხორცილებისთვის საჭირო თანხები სხვადასხვა ტენდერიდან და კონკურსიდან იქნება დაზოგილი.
"ასე რომ, ჩემთვის გაუგებარია ჩემი ოპონენტების უარყოფითი დამოკიდებულება ასეთი პოზიტიური და ნოვაციური პროექტის მიმართ",- აცხადებს ის და ოპოზიციის მხრიდან ამგვარ განცხადებებს პოპულისტურს უწოდებს.