30 აპრილს და 1-ელ მაისს ჰიპერმარკეტ "გუდვილში" საბავშვო გასართობი პროგრამები ტარდება.
"გუდვილის" მენეჯმენტის ინფორმაციით, 13:00 საათიდან 19:00 საათამდე ბავშვების გართობაზე იზრუნებენ "გუდვილის" მუდმივი ანიმატორები: ვილი და ფერია, ასევე მოწვეულები იქნებიან შრეკი და მადაგასკარის პერსონაჟები. გასართობ პროგრამაზე ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია დასწრება.