ლონდონში გამართულ სამეფო ქორწილში მსოფლიოს სამეფო ოჯახებიდან 46 წევრია მიწვეული. დღეს საღამოს უილიამის ბებია, დედოფალი ელისაბედ მეორე მათთვის Mandarin Oriental-ის სასტუმროში მიღებას გამართავს.
წინასწარი ინფორმაციით, ვახშამზე ელისაბედ მეორის შუათანა ვაჟს ქალიშვილებთან ერთად ელიან. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობას მიიღებენ დედოფლის უმცროსი ვაჟი და დედოფლის ქალიშვილი პრინცესა ანა.
"პრინცი ჩარლზი მოყვარული მამაა და საკუთარ ვაჟებთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ზოგიერთები ფიქრობენ", _ აცხადებს ბუკინჰემის სასახლის წყარო.
ამ ღონისძიების სანახავად ტურისტები ღია ცის ქვეშ დარჩენას აპირებენ. ხალხმა კარვები უკვე გაშალა და საძილე ტომრები მიიტანა.
კარვებში ღამის გათენების მსურველთა შორის სამეფო ოჯახის არაერთი სტაჟიანი ფანატიკოსია. მათ შორის, ისეთებიც არიან, რომლებიც 30 წლის წინ პრინცესა დაიანას ქორწილს ესწრებოდა, როცა ის პრინც ჩარლს ცოლად მიჰყვებოდა.