პრინცი უილიამისა და ქეით მიდლტონის ქორწილი 60 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაჯდება, რაც ჩარლზისა და დაიანას ქორწილის ხარჯებს ორჯერ აღემატება. ბუკინჰემის სასახლეში განაცხადეს, რომ საქმროსა და საცოლის ოჯახები ამ ულამაზესი ღონისძიებისთვის თანხას საკუთარი დანაზოგიდან გაიღებენ, გადასახადების გადამხდელებს კი ქორწილის უსაფრთხოებისთვის გათვალისწინებული თანხები დაეკისრებათ.
ქორწილამდე უკანასკნელ საღამოს პრინცი საკუთარი ძმის ჰარის, მამის პრინცი ჩარლზისა და მისი მეუღლის_კამილა პარკერის გარემოცვაში გაატარებს.
წინადღით სამეფო წყვილმა ქორწილის გენერალურ რეპეტიციაში მიიღო მონაწილეობა. ვესტმისტერის სააბატოში დახურული ცერემონია ვიწრო წრეში მოეწყო. მასში მონაწილეობა მხოლოდ ქეითმა და პრინცმა უილიამმა მიიღეს.
შეგახსენებთ, ვესტმისტერის სააბატო, რომელიც ლონდონის პოპულარული ტურისტული ღირშესანიშნაობაა, უკვე სამშაბათიდან მნახველებისთვის დახურულია. მებაღეებმა ვესტმისტერის სააბატოს შიგნით ხეების ხეივანი შექმნეს.