28 აპრილს საბალეტო დასი, ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით, იტალიაში მიემგზავრება. ეს მიმდინარე წელს საბალეტო დასის მეორე გასტროლია იტალიაში. ამჯერად სპექტაკლები ქალაქებში - ლენაგოსა და გორიციაში გაიმართება.
საგასტროლო პროგრამაშია ჯორჯ ბალანჩინის ბალეტები - სერენადა, მოცარტიანა და Duo Concertant მთავარ პარტიას "მოცარტიანაში" პრიმა-ბალერინა ნინო ანანიაშვილი იცეკვებს.
საბალეტო დასი თბილისში 5 მაისს დაბრუნდება.