საქართველოს საგარო უწყების ხელმძღვანელის გრიგოლ ვაშაძის განცხადებით, თბილისისთვის მოლაპარაკების მაგიდასთან ჯდომა ძალიან მტკივნეულია. როგორც ვაშაძემ მთავრობის დღევანდელი სხოდმის დაწყების წინ ჟურნალისტებს განუცხადა, მიუხედავად ამისა, ქართული მხარე ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე მოსკოვთან მოლაპარაკებებს დათანხმდა.
"ჩვენ არ ჩავდივართ ბერნსა და ციურიხში იმისთვის რომ დავბლოკოთ რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზცაიაში შესვლა. ჩვენთვის ადვილი არ არის და ძალიან მტკივნეულია რუსეთთან მოლაპარაკბის მაგიდასთან ჯდომა, მაგრამ ჩვენ შვეიცარიაში ჩავდივარ იმისთვის რომ მოვნახოთ გამოსავალი იმ იურიდიული აბსურდისგან, რაც რუსეთის ფედერაცაიმ 2008 წლის 26 აგვისტოს მიღებული სულელური გადაწყვეტილებით შექმნა, როცა საქართველოს კონფლიქტური რეგონების ე.წ. დამოუკიდბელობა სცნო", - განუცხადა ვაშაძემ ჟურნალისტებს.
მისივე განმარტებით, საქართველო ვმო-ში რუსეთის გაწევრიანების საკითხზე მიმდინარე მოლაპარაკებების ფარგლებში არავითარი სამხედრო და პოლიტიკური საკითხების დაყენებას არ აპირებს და წინაპირობები მხოლოდ იმ თემებს შეეხება, რომლებიც თავად ორგანზიაციის წესდების პროცედურებისა და წესების ფარგლებში ექცევა.
"საქართველო უნდა აკონტროლებდეს თავის საზღვრებს, თავის საბაჟო პუნქტებს. ამიტომ განთიადთან და როკის გვირაბთან საბაჟო პუინქტების არსბეობა არის სურლიად უკანონო. მათ შორის ის ვაჭორბის მსოფლიო ორგანიზაციის წესდებასაც ეწინაარმდეგება", - განმარტა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.
გრიგოლ ვაშაძემ ისიც აღნიშნა, რომ ქართული მხარე მზად არის მოსკოვთან შეთანხმებისთვის, თუმცა რუსეთს ქართული მხარის წინადადებების გათავლისწინება მოუწევს.