საქართველოს საკითხებზე ევროპარლამენტის მომხსენებელი კრჟიშტოფ ლისეკი სახალხო დამცველ გიორგი ტუღუშს შეხვდა.
შეხვედრაზე პოლონელ სტუმარს გიორგი ტუღუშმა ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე მიაწოდა ინფორმაცია.
"მე ვამზადებ ევროპის პარლამენტის დასკვნას საართველოს შესახებ, რასაც საფუძვლად თბილისში გამართული შეხვედრების დროს მიღებული ინფორმაციები უნდა დაედოს. შეხვედრების მნიშვნელოვანი ნაწილი ადამიანის უფლებებს, დევნილთა მდგოამრეობას, ეთნიკურ უმცირესობებს და ასე შემდეგ ეთმობა. საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ დიდ პროგრესს ვხედავ", - განაცხადა ლისეკმა.
ომბუდსმენის განცხადებით კი, საკითხები, რომელზეც მან შეხვედრისას გაამახვილა ყურადღება, იძულებით გადადგილებულ პირთა, ასევე ეთნიკური და რელიგიუირი უმცირესობების მდგომარეობას შეეხებოდა.