"მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის" ლიდერი ეკა ბესელია დიმიტრი შაშკინის განათლების მინისტრად დანიშვნას შეუსაბამო საკადრო გადაწყვეტილებას უწოდებს.
როგორც ეკა ბესელიამ "ჯი-ეიჩ-ენს" განუცხადა, აღნიშნული ცვლილებებით განათლების სისტემაში ანტიეროვნული კურსის გატარება გაგრძელდება.
"გვარამიას გადაყვანა განათლების სამინისტროში თავის დროზე შეუსაბამო საკადრო გადაწყვეტილება იყო. ეს იყო ერთ-ერთი კომიკური საკადრო გადაადგილება, ისევე, როგორც ნიკა რურუას გადაყვანა კულტურის მინისტრის თანამდებობაზე. შაშკინის დანიშვნაც ასეთი ტიპის საკადრო ცვლილებად შეიძლება განვიხილოთ. შაშკინის დანიშვნა განათლების მინისტრად არაფრის მომცემი არ იქნება. გაგრძელდება ანტიეროვნული კურსის გატარება, რომელსაც ხელისუფლება აქამდე ატარებდა. ადგილების გადაადგილებით ჯამი არ იცვლება", _ განუცხადა "ჯი-ეიჩ-ენს" ეკა ბესელიამ.