აშშ-ის დასავლეთ და ცენტრალურ შტატებში მოსული ძლიერი თოვლის გამო სამი ადამიანი დაიღუპა.
მკვეთრ აციებამ, რასაც შემდგომ თოვა მოჰყვა ვაშინგტონიდან არიზონამდე და კალიფორნიამდე ქვეყანაში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა. არიზონასა და კოლორადოში ერთი დღის განმავლობაში 60 სანტიმეტრი თოვლი მოვიდა, ხოლო ნევადაში უამინდობის გამო სკოლები და სამთავრობო დაწესებულებები დაიხურა.
სინოპტიკოსები აცხადებენ, რომ შესაძლოა დიდ რაიონებში თოვლის საფარმა ერთ მეტრს მიაღწიოს. ძლიერი თოვლია ქვეყნის ცენტრალურ რაიონებში. უამინდობამ მთლიანად 17 შტატი მოიცვა. რიგ ფედერალურ და ადგილობრივ ავტომაგისტრალებზე მრავალკილომეტრიანი საცობებია წარმოქმნილი. დაფიქსირებულია ასეულობით ავტოსაგზაო შემთხვევა. ზოგიერთ რაიონებში ვითარებას ძლიერი ქარიც ართულებს, რომლის სიჩქარეც საათში 80 კილომეტრს აღწევს.
დიდ რაიონებში ასევე დაფიქსირებულია ტემპერატურის ვარდნა -15 გრადუსამდე. არიზონასა და ნევადაში თოვლის სწრაფი დნობის გამო მეწყერები წარმოიშვა.