ნატო-ს ძალებმა ლიბიაში ტანკერი ჩაიგდეს ხელში. ადგილობრივი ტელევიზიები ამ ფაქტს "ბარბაროსულ ოპერაციად" აფასებენ.
იმავდროულად, როგორც BBC იუწყება, ლიბია-ტუნისის საზღვარს მეამბოხეები აკონტროლებენ. ოპოზიციის ლიდერების განცხადებით, საზღვარზე კონტროლის დამყარება მათ დასავლეთ ლიბიაზე პოზიციების განტმკიცების საშუალებას მისცემს.
აღმოსავლეთ ლიბიის უმეტეს ნაწილზე კონტროლს მეამბოხეები ამყარებენ. ბრძოლები დასავლეთ ლიბიის ქალაქ მისრატაში მიმდინარეობს. როგორც "ფრანს პრესი" იუწყება, მეამბოხეებმა რამდენიმე კადაფის მომყრე ჯარისკაცი დაატყვევეს, მათ შორის ოფიცრებიც.