კუნძულ ჰონსიუზე 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები ტოკიოშიც იგრძნობოდა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო "როიტერი" იაპონიის მეტეოროლოგიურ სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი ტიბოს პრეფექტურაში იყო, რომელიც დედაქალაქიდან 64 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს.
"როიტერის" ინფორმაციით, იაპონიის დედაქალაქში ირყეოდა შენობები. ოპერატიული ინფორმაცია ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ჯერჯერობით არ ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, მიწისძვრის კერა 3, 7 კილომეტრის სიღრმეზე იყო.
შეგახსნებთ, რომ 11 მარტს იაპონიაში 9,0 მაგნიტუდის სიმძლავრის დამანგრეველი მიწისძვრა მოხდა, რომელმაც 10 მეტრზე მეტი სიმაღლის ცუნამი გამოიწვია. ოფიციალური ინფორმაციით, შედეგად დაუღუპა 14 ათასზე მეტი ადამიანი, დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 13, 6.