კომპანია "Getty"-ის ამერიკელი ფოტოკორესპონდენტი კრის ჰონდროსი, რომელიც ლიბიის ქალაქ მისრატში სამთავრობო ძალებსა და ამბოხებულებს შორის მომხდარი შეტაკების დროს დაიჭრა საავადმყოფოში წუხელ გარდაიცვალა. იგი მეორე დასავლელი ჟურნალისტია, რომელიც ამ ქალაქში ბოლო რამდენიმე საათის განმავლობაში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ "ასოშიეიტედ პრესი" ავრცელებს.
გუშინ, მუამარ კადაფის ძალების მიერ ალყაშემორტყმულ ქალაქ მისრატში მიმდინარე მოვლენების გაშუქებისას დაიღუპა ბრიტანელი ფოტორეპორტიორი და რეჟისორი ტიმ ხეტერინგტონი. იგი გასულ წელს "ოსკარზე" წარდგენილი ფილმის "რესტრეპოს" ავტორი იყო. აღსანიშნავია, რომ გუშინ ასევე დაიჭრა ორი ჟურნალისტი, თუმცა მათი ვინაობა არ სახელდება.
კრის ხონდროსი 41 წლის იყო. იგი 1990 წლიდან სამხედრო კონფლიქტებს აშუქებდა და იმყოფებოდა კოსოვოში, ერაყში, ავღანეთში. მის ჯილდოებს შორის არის პრესტიჟული პრემია ფოტოჟურნალისტებისათვის "World Press Photo" და ასევე სამხედრო ფოტოჟურნალისტიკის ყოველწლიური პრემია რობერტ კაპის ოქროს მედალი.
მასალის გამოყენების პირობები