პენტაგონისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემების გაჟონვის სავარაუდო ორგანიზატორს ბრედლი მენინგს განსკუთრებულად მკაცრი რეჟიმის ერთადერთ ამერიკულ სამხედრო ციხეში გადაიყვანენ. ამის შესახებ რადიო "მაიაკის" თანახმად, აშშ-ის მთავრობის ოფიციალური წარმომადგენლები იტყობიანებიან.
მათი თქმით, ეს გადაწყვეტილება ქვეყნის შიგნით, ასევე, საზღვარგარეთ მცხოვრები სამართალდამცავთა მხრიდან კრიტიკის ფონზე შედგა, რომლებიც მენინგის ახლანდელ პირობებს აკრიტიკებენ.
იგი ვირჯინიის შტატ კვანტიკოს სამხედრო-საზღვაო ბაზაზე მდებარე ციხის საკანში მარტოდმარტო იმყოფება. დროის უდიდეს ნაწილს იგი ხელბორკილებში ატარებს. მასზე განსაკუთრებული მეთვალყურეობაა დაწესებული, რადგან არსებობს ეჭვი, რომ შესაძლოა, მან თვითმკვლელობა ჩაიდინოს.
უფრო ადრე მენინგის ადვოკატი აცხადებდა, რომ დაკავებულს საკნის იატაკზე ტანსაცმლის გარეშე დაძინებას აიძულებდნენ.
დაპატიმრებამდე მენინგი დაზვრევის მონაცემთა ანალიზის სოეციალისტი იყო, რომელიც ერაყში ამერიკის ბატალიონის მეორე ბრიგადის მთის რეგიონის სწრაფი რეაგირების მეათე დივიზიას ემსახურებოდა.
მენინგს ოპერატიული ვიდეოჩანაწერის გამხელა ბრალდება, რომლის თანახმადაც, ვერტმფრენის ბორტიდან 2007 წლის 12 ივლისს მშვიდობიანი ერაყელები მცირეწლოვან შვილებთან ერთად დახვრიტეს. მომხდარს 12 ადამიანი შეეწირა.
ამასთან, მენინგს Wikileaks-ის ვებ-საიტისთვის 260 ათასი დიპლომატიური დოკუმენტის გადაცემა ბრალდება. შეგახსენებთ, აშშ-ის არმიაში სამსახური მენინგმა 2007 წელს დაიწყო.