რუსეთის პრეზიდენტმა "რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა ორგანოების თანამშრომლების თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ" მორიგ ორ განკარგულებას მოაწერა ხელი. ბრძანებულების თანახმად, თანამდებობიდან გათავისუფლებულნი არიან მოსკოვის "ომონის" ხელმძღვანელი, ასევე ექვსი გენერალი და ერთი პოლკოვნიკი.
კერძოდ, დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლებულნი არიან: მოსკოვის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, განსაკუთრებული დანიშნულების მილიციის განყოფილების მეთაური გენერალ-მაიორი ვიაჩესლავ ხაუსოვი.
მოსკოვის ოლქის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, პირად შემადგენლობასთან ბრძოლის სამმარველოს უფროსი გენერალ-მაიორი ნიკლაი ვოიტენკოვი.
არხანგელსკის ოლქის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი გენერალ-მაიორი სერგეი კოზლოვი.
შორეული აღმოსავლეთის ფედერალური ოლქის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, საგამოძიებო სამმართველოს უფროსი იუსტიციის გენერალ-მაიორი სერგეი კორობოვი.
ზელენოგრადის ადმინისტრაციული ოლქის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსი პოლკოვნილი ალექსანდრ მაკაროვი.
სამხრეთ ფედერალური ოლქის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ოპეტიულ-სამძებრო ბიუროს ხელმძღვანელი გენერალ-ლეიტენანტი სერგეი სოლოდოვნიკოვი.
ირკუტსკის ოლქის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, საზოგადოებრივი უსაფრთხოების განყოფილების უფროსი გენერალ-მაიორი ევგენი სოლოვიუვი და ნიჟეგოროდის ოლქის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ეკონომიკური უსაფრთხოების განყოფილების უფროსი გენერალ-მაიორი ანდრეი იუდინცევი.
აღსანიშნავია, რომ განსაკუთრებული დანიშნულების მილიციის განყოფილების მეთაური გენერალ-მაიორი ვიაჩესლავ ხაუსოვი თანამდებობაზე 2007 წელს რუსეთის მაშინდელი პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განკარგულებით დაინიშნა.