"ერთხელ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა აღნიშნა, რომ საკუთარი შვილით ამაყობს, რომელიც ერაყში იბრძვის. ბაიდენ, ვიცე-პრეზიდენტო, შენ ამაყობ ვაჟით, რომელც აშშ-დან ათასი კილომეტრის მოშორებით სხვა ხალხის წინაღმდეგ იბრძვის. ჩვენ, ლიბიელები, რომლებიც საკუთარ მიწა-წყალზე ჩვენივე ქვეყნისთვის ვიბრძვით, რით ვართ უარესნი?"- კითხულობს მუმარ კადაფის ვაჟი_ სეიფ ალ-ისლამი The Washington Post-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.
მისი თქმით, არის ომის და არის მშვიდობიანობის დრო.
ამასთან, კადაფის ვაჟი აცხადებს, რომ მისთვის იოლი არაა, უცქიროს, მისი თანამემამულეები ყოველდღიურად როგორ იღუპებიან ტერორისტების ხელითა და ნატოს ბომბებით.
"ჩვენს მიწაზე ტერორისტები არიან, ცაში კი ნატოა. ჩვენ ლიბიელები ვართ. თუ ჩვენ ვიბრძვით, ერთობლივად ვიბრძვით. ხოლო, როცა ბრძოლას ვწყვეტთ, ამასაც ერთობლივად ვაკეთებთ. ჩვენ ერთიანნი ვართ, ისევე, როგორც ერთი ოჯახი", - აღნიშნა სეიფ ალ-ისლამმა.
მისი თქმით, ლიბიის ხელისუფლების მთავარი ამოცანა ნაციონალური შერიგებაა. მამამისის ხელისუფლებიდან წასვლის შემთხვევაში, კი სომალის ჯერი დადგება.