ელცინის ყოფილი რეზიდენცია 291 მილიონ რუბლად გაიყიდა. მისი ახალი მფლობელი "სევერგრუპი" აღმოჩნდა.
რეზიდენციის საწყისი ფასი 285,6 მილიონ რუბლი იყო. ლოტი მოიცავდა სამსართულიანი სასტუმროს ნაგებობას, ტენისის კორტების შენობას, ორ საცხოვრებელ სახლს, კავშირგაბმულობის კვანძს, ოთხ კოტეჯს, წყლის სატუმბსა და ავტოფარეხს. ბოლო დროს ეს ობიექტი პირვანდელი ფუნქციით არ გამოიყენებოდა.
რეზიდენციის შესყიდვა სამ ორგანიზაციას სურდა.
სამომავლოდ, ელცინის რეზიდენციაში განთავსებული ქონებაც გაიყიდება.