ამერიკის უფლებადამცველმა ორგანიზაცია Freedom House-მა ინტერნეტქსელში ცენზურის დაძლევის ინსტრუქცია გამოუშვა. ამის შესახებ ამ ორგანიზაციის საიტზეა აღნიშნული.
"აზრის თავისუფლად გამოხატვის თვალსაზრისით, ინტერნეტცენზურა დიდი და მზარდი პრობლემაა მთელ მსოფლიოში. ცენზურისგან გაქცევის საშუალებებს სიტყვის თავისუფლების დაცვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს",_ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.
ამასთან, ორგანიზაციის ანგარიშში შესულია კონკრეტული რჩევები, თუ როგორ დააღწიონ თავი ცენზურას ჩინეთში, ბირმაში, აზერბაიჯანსა და ირანში.
ფილტრაციის აცილების მიზნით ორგანიზაცია კონკრეტულ მეთოდსაც სთავაზობს საზოგადოებას.
შეგახსენებთ, არაბულ სამყაროში მასობრივი სახალხო მღელვარების შემდეგ, სადაც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სოციალური ქსელი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ინტერნეტქსელში ცენზურის გამოვლენის წინააღმდეგ აქტიური ბრძოლა დაიწყო.