კოტ-დიუარიდან დიდი ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომლების ევაკუაცია მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ "ბი-ბი-სი" ავრცელებს.
ტელეკომპანიის ცნობით, ქალაქ აბიჯანიდან ბრიტანეთის საელჩოს თანამშრომლების ვეაკუაციის გადაწვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც საელჩოს შენობასთან პრეზიდენტის პოსტის გამო დაპირისპირებულ მხარეების შორის საბრძოლო შეტაკებები მოხდა.
"ბი-ბი-სის" ინფორმაციით, დიდი ბრიტანეთის საელჩოს, რომელიც ლორან გბაგბოს რეზიდენციის სიახლოვეს მდებარეობს, დაპირისპირების დროს რამდენიმე ტყვია მოხვდა.
შეგახსენებთ, რომ დეკემბრის დასაწყისში კოტ-დიურში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა, რომელიც სამოქალაქო ომის შემდეგ პირველი საპრეზიდენტო არჩევნები იყო. კოტ-დიაურის ცენტრალური კომისიის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნებში ოპოზიციის ლიდერმა ალასან უტარამ გაიმარჯვა. კონსტიტუციური საბჭოს მიერ რამდენიმე რაიონში არჩევნების შედეგების გაუქმების შემდეგ კი გამარჯვება კვლავ მოქმედმა პრეზიდენტმა ლორან გბაგბოს დარჩა, რომელმაც თავი კვლავ პრეზიდენტად გამოაცხადა. საერთაშორისო საზოგადოებამ, მათ შორის აშშ-მ, საფრანგეთმა, გაერომ და აფრიკის გაერთიანებამ გბაგბოს ულტიმატუმი წაუყენეს, რომ ხელისუფლება გამარჯვებული კანდიდატისთვის დაეთმო, რაზე იგი უარს აცხადებს. გბაგბოსა და უტარეს მომხრეებს შორის შეტაკებებს კი უკვე 1000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა.